ცივი და არასტაბილური ამინდი – მეტეოროლოგის გაფრთხილება!

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„არც ერთი ზამთარი არ გრძელდება სამუდამოდ, არც ერთი გაზაფხული არ გამოტოვებს თავის რიგს, ჯერჯერობით არასტაბილური და ცივი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მთავარია მოთმინება და სითბოც მოვა.

მომდევნო კვირა საქართველოში, ძირითადად ისევ ნაცრისფერი და წვიმიანი იქნება.ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არსად არ არის მოსალოდნელი, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, დღისით +12, +14 გრადუსამდე დათბება.ვინაიდან გრძელვადიანი პერსპექტივით (გადაბმულად 2-3 დღით) გამოდარება მოსალოდნელი არ არის, არ დაგეგმოთ გარე ფაქტორებთან დაკავშირებული საქმეები მომდევნო კვირაში.“ – წერს მეტეოროლოგი.